saqarTvelos uReltexilebi - xeledis uReltexili

კოორდინატები 42°51`34` ჩ. გ. 42°22`18` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2564 მ
ქედი ხელედის ქედი

 

სინონიმი: ხელერდის უღელტეხილი.

უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთისა და ეგრისის ქედების შემაერთებელ ხელედის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2564 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთებზე ქვევით სუბალპური ტყეებია, ზევით - ალპური მდელოები.

აკავშირებს მდინარეების ხელედულისა და (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) და კასლეთის (ენგურის აუზი) ხეობებს.